მომავალი საბაჟო კოდექსის შექმნაში ექსპერტები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

 მომავალი საბაჟო კოდექსის შექმნაში ექსპერტები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან

საბაჟო კოდექსის შექმნაში ექსპერტები და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები ჩაერთვებიან. ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამიჯვნაზე მუშაობა დაიწყო.

მინისტრ ნოდარ ხადურის ხელმძღვანელობით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ამ პროცესს კოორდინაციას გაუწევს.

სამინისტროს განმარტებით, საბაჟო კოდექსის შექმნაში ექსპერტებმა და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღონ. დისკუსია საჯარო იქნება და საკუთარი წინადადებების შეთავაზება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება.

"წინა ხელისუფლება ქმნიდა ილუზიას, თითქოს ქვეყანაში მარეგულირებელი დოკუმენტების რაოდენობას ამცირებდა, რის გამოც, ხშირად ეკლექტურად აერთიანებდა აბსოლუტურად სხვადასხვა სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობას. მათ შორის იყო საგადასახადო და საბაჟო კოდექსები. ამასთან, საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მომზადების ფარგლებში, ჩვენი კანონმდებლობა, მათ შორის, საბაჟო სფეროში, მოვიყვანოთ შესაბამისობაში ევროპულ კანონმდებლობასთან, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება და ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო მუშაობა საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამიჯვნაზე. მინდა ვთხოვო, იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებს, ადამიანებს, რომლებსაც შეხება აქვთ საბაჟო სფეროსთან, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ამ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, რათა ჩვენ საბოლოოდ მივიღოთ დოკუმენტი, რომელიც რეალურად იმუშავებს და მოხსნის იმ პრობლემებს, რომელიც დღეისთვის შეიძლება კიდევ არსებობდეს", - განაცხადა ხადურმა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ