9 თვის ფეხმძიმე შტანგითა და ჰანტელებით ვარჯიშობს

9 თვის ფეხმძიმე შტანგითა და ჰანტელებით ვარჯიშობს

35 წლის ლოს-ანჯელესელი ბოდიბილდერი, ლეა-ანა ელისონი 9 თვის ფეხმძიმეა და სპორტდარბაზში ვარჯიშს აქტიურად განაგრძობს. ფეხმძიმე ანა ისეთი სიმძიმის შტანგებსა და ჰანტელებს სწევს, რომ ზოგიერთი მამაკაცი ასეთი ტვირთის დაძლევაზე ვერც კი იოცნებებს.

ლეა-ანა ელისონმა ფოტოგალერეა "ფეისბუქში" განათავსა. მომხმარებლების დიდი ნაწილი ქალის საქციელს გმობს, მათ შორის რამდენიმე კომენტარი გინეკოლოგებმაც დადეს. ექიმების თქმით, ნაყოფისთვის მსგავსი დატვირთვა საშიშია.

"დიდი იმედი მაქვს, ამ ფოტოების ნახვის შემდეგ ფეხმძიმეები ანას არ მიბაძავენ და ბავშვის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიან", - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებელები.

თუმცა, ფეხმძიმე თავს კარგად გრძნობს და ამბობს, რომ სპორტდარბაზში ვარჯიში მისთვისაც და პატარასთვის ძალიან სასარგებლოა. ელისონისთვის ეს მესამე შვილია - მას 12 წლის ქალიშვილი და 8 წლის ვაჟი ჰყავს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს