"მოგვხედონ ჩვენმა ჰალსტუხიანმა, მატყუარა მინისტრებმა"

"მოგვხედონ ჩვენმა ჰალსტუხიანმა, მატყუარა მინისტრებმა"

ზუგდიდში, ყოფილი პოლიტექნიკური კოლეჯის შენობაში ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ. მათი განცხადებით, პრობლემის შესახებ ინფორმირებული არიან საქართველოს განსახლების და ლტოლვილთა სამინისტრო და სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ირაკლი ქოჩუა, თუმცა საკითხი ჯერ არ გადაწყვეტილა. სწორედ ამიტომ დევნილებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და ელექტროენერგიის აღდგენა მოითხოვეს.

"ლტოლვილთა სამინისტროს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ჩვენ არა კომპაქტურად ჩასახლებულები, არამედ "შეჭრილი" დევნილები ვართ. დასაკარგი არაფერი გვაქვს, ბავშვებთან ერთად გზას გადავკეტავთ, იქნებ, მაშინ მაინც მოგვხედონ ჩვენმა ჰალსტუხიანმა, მატყუარა მინისტრებმა", - აცხადებენ იძულებით გადაადგილებული პირები.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა