საქმრო კომაში მყოფ პატარძალზე დაქორწინდა

საქმრო კომაში მყოფ პატარძალზე დაქორწინდა

ლამაზი ქორწილი, თეთრი კაბა - ამ ცერემონიალზე ყველა გოგონა ოცნებობს, მაგრამ 28 წლის ლუ ლაი მნიშვნელოვან დღეს კომაში შეხვდა.

გუანდუნში (პროვინცია სამხრეთ-ცენტრალურ ჩინეთში) მცხოვრები ლუ ლაი კომაში 2011 წელს ჩავარდა, 2 წელი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში იწვა და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული. ოჯახის წევრები, საქმრო და მეგობრები 2 წელი ელოდნენ მის გაღვიძებას, მაგრამ ბოლოს იმედი გადაეწურათ.

საქმრომ ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვიტა, გოგონას 28-ე დაბადების დღეს საავადმყოფოს პალატაში ქორწილი გადაეხადა. პალატაში უახლოესი ნათესავები, მეგობრები და ის ექიმები და ექთნები იმყოფებოდნენ, რომლებიც 2 წლის განმავლობაში ახალგაზრდა ქალის გვერდით იყვნენ. საქორწილო ცერემონიის შემდეგ, გოგონას ხელოვნური სუნთქვის აპარატი გამორთეს. გოგონას მშობლებმა გადაწყვიტეს, ქალიშვილის ორგანოები უანგაროდ აჩუქონ მათ, ვისაც დახმარება სჭირდება.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს