ბიზნესმენი ავტომობილს მიწაში მარხავს, რათა სიკვდილის შემდეგ "იმგზავროს"

ბიზნესმენი ავტომობილს მიწაში მარხავს, რათა სიკვდილის შემდეგ "იმგზავროს"

62 წლის ბრაზილიელი ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ეგვიპტელ ფარაონებზე ნაკლები არაფრითაა და ფუფუნების საგნები მიწაში უნდა ჩააყოლონ.

მან სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" სტატუსი დაწერა, რომ ხვალ 11 საათზე, სასაფლაოზე შეიკრიბონ და პატივი მიაგონ მის ავტმობილს, რომელსაც მიწაში დამარხავენ. მდიდარი ბიზნესმენი ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ ყველაზე მეტად საყვარელი ავტომობილის, ძვირადღირებული, 310 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული "ბენტლის" დანახვა გაახარებს და მოხარულია, რომ იმ ცხოვრებაშიც კომფორტულად "იმგზავრებს".

"ბენტლის" დაკრძალვის ცერემონია სან-პაულუში ბიზნესმენის მდიდრული აგარაკის უკანა ეზოში გაიმართება. ცერემონიალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს