ყაჩაღობა კასპში - დამნაშავენი დაუთოებით იმუქრებოდნენ

ყაჩაღობა კასპში - დამნაშავენი დაუთოებით იმუქრებოდნენ

19 აპრილს კასპის რაიონის სოფელ თელიანში (ყარაღაჯი) მაზმიშვილების სახლში სამი ახალგაზრდა ფანჯრიდან გადაძვრა და ცივი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული წაიღეს. დაყაჩაღების ფაქტზე პოლიციას ნივთმტკიცებულებად უთოზე აღმოჩენილი ნერწყვი და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს შესაბამისი დასკვნა აქვს. პოლიციის მტკიცებით, ნერწყვი 3 დაკავებულიდან ერთ-ერთისაა. ბრალდებულები კი ამბობენ, რომ პოლიციელებმა დაკავების დროს მანქანაში ოქრო ჩაუდეს.

"ოჯახის წევრები ეუბნებოდნენ, არც ფული გვაქვს და არც ოქროო, მაგრამ ყაჩაღებმა უთხრეს, რომ თუ ფულს და ოქროს არ გამოაჩენდნენ, ცხელი უთოთი დააუთოვებდენ", - აცხადებს საქმის პროკურორი, ია მეფარიშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა