ჩინეთში კემპინგის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

ჩინეთში კემპინგის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა

14 სექტემბერს ჩინეთში  კემპინგის საერთაშორისო ფესტივალი (International I Camping Festival 2013) დაიწყო. ფესტივალს 15 000 ტურისტი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჭრელა-ჭრულა კარვებმა  პროვინცია ცზიანის შემოგარენი, კონკრეტულად კი უდანშანის ფერდობები დაფარა.

ეს პროვინცია ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად მიიჩნევა. აქ შემოდგომა ”ხავერდოვანია”. ფესტივალის ორგანიზატორები ფესტივალის მონაწილეებს კარგ განწყობას, სეირნობას და ფერწერულ ბუნებასთან შერწყმას პირდებიან.

საღამოობით ფერდობებს ათასობით სხვადასხვა ფერის ნათურა ანათებს  და ტურისტები ერთგვარი ”ფლეშმობის” მონაწილენი ხდებიან.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია pixanews.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს