მეცნიერებმა დაითვალეს, რამდენი საათის ძილი აკლდებათ ახალშობილის მშობლებს

მეცნიერებმა დაითვალეს, რამდენი საათის ძილი აკლდებათ ახალშობილის მშობლებს

ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ მშობლები 1 წლის განმავლობაში, დაახლოებით 6 კვირის ხანგრძლივობის ძილს "კარგავენ" - ამის შესახებThe Daily Mail წერს. ყველაზე ხშირად ძილის დარღვევა ხდება ბავშვის ტირილის, ღამით ბავშვის გამოკვების ან მშობლების პირადი  განცდების გამო. უძილობა და საოჯახო საქმეების დაუსრულებელი ჯაჭვი დედას ასევე ართმევს ძილის საათებს.

მეცნიერებმა გამოიკვლიეს, პროცენტულად რა უფრო არღვევდა მშობლების ძილს. მშობლების 62% ღამით ბავშვის გამოსაკვებად იღვიძებდნენ, 58% ბავშვის ტირილის ან ოთახში მისი სიარულის გამო, 45% მათივე პირადი მღელვარების გამო, ხოლო  შემთხვევათა 27%-ში მშობლების ძილი სახლის საქმეების გამო დაირღვა.

ბრიტანელი მეცნიერების მონაცემებით, ბავშვის გაჩენიდან 1 წლის განმავლობაში მშობლებს ღამეში 5.1 სთ. სძინავთ. ამასთან, მოზრდილებისთვის 8 საათიანი ძილია რეკომენდირებული.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს