ტუნისელი გოგონები, რომლებიც სექს-ჯიჰადს დათანხმდნენ, სირიიდან ფეხმძიმედ ჩამოვიდნენ

ტუნისელი გოგონები, რომლებიც სექს-ჯიჰადს დათანხმდნენ, სირიიდან ფეხმძიმედ ჩამოვიდნენ

რამდენიმე თვის წინ, მუსლიმმა ლიდერებმა ტუნისელ გოგონებს სირიაში აჯანყებული მუსლიმების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. ლიდერები სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეორგოლით ქალებს არა საომრად, არამედ სექსს მონატრებული ოპოზიციონერებისთვის მძიმე დღეების გასალამაზებლად იხმობდნენ.

როგორც ჩანს, ეს მოწოდება ყურად იღეს ახალგაზრდა ქალებმა და სირიაში ისლამისტ მებრძოლებს საკუთარი თავი შესთავაზეს. გოგონები უკვე შინ დაფეხმძიმებულები დაბრუნდნენ. ისინი მეამბოხე ჯარისკაცებისგან ბავშვებს ელოდებიან. პრესისთვის უცნობია, დაახლოებით რამდენი გოგონა გაემგზავრა ამ მიზნით სირიაში. როგორც ამბობენ, ტუსინელ ქალებს ერთდროულად 30-მდე კაცთან ჰქონდათ სექსი.

ტუნისელ გოგონებს, რომლებიც სირიაში მიემგზავრებოდნენ, სრული მხარდაჭერა ჰქონდათ - მესაზღვრეები გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ ქალებს დახმარებოდნენ და საზღვარი უპრობლემოდ გაევლოთ. მოწოდების შემდეგ, რამდენიმე მამაკაცი ცოლსაც გაშორდა და "ყოფილ მეუღლეს უფლება მისცა, მოჯაჰიდებთან სექს-ჯიჰადით დაკავებულიყვნენ".

შეგახსენებთ, ვიდეორგოლში, სადაც გოგონებს სექს-ჯიჰადისკენ მოუწოდებდნენ,  საუბარია ყურანის იმ ნაწილზე, რომელიც მამაკაცს დროებითი, თუნდაც ერთდღიანი ქორწინების უფლებას აძლევს. სწორედ ამ დროებითი კავშირის "გასაფორმებლად" ჩავიდნენ მუსლიმი გოგონები სირიაში. სამაგიეროდ, დათქმული ვადის გასვლის შემდეგ ყურანი მამაკაცს ავალდებულებს, უხვად დაასაჩუქროს ქალი, რომელმაც საკუთარი სხეულით სარგებლობის უფლება მისცა.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს