მეტროში კოცნაზე ჯარიმა წესდება

მეტროში კოცნაზე ჯარიმა წესდება

ავსტრიის დედაქალაქის, ვენის ადმინისტრაციამ ზედმეტად ემოციურ მოქალაქეებს მეტროში "კოცნაობა" აუკრძალა. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, მეტროში კოცნა საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევად ფასდება და 50 ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

მეტროპოლიტენის სადგურებში ამ "ანტისოციალური" ქცევის აღკვეთას საგანგებოდ მომზადებული 200 კონტროლიორი გააკონტროლებს.

კონტროლიორებს ევალებათ არამარტო კოცნით გატაცებული "ხულიგნების" თვალთვალი, არამედ მათი დაჯარიმებაც, ვინც მეტროში მძაფრსუნიან საჭმელს მიირთმევს, ხმამაღლა საუბრობს ტელეფონზე ან მუსიკას ყურსასმენების გარეშე უსმენს.

ვენის მეტროპოლიტენის ადმინისტრაციამ მიწიქვეშეთში წესრიგის დამყარებას სერიოზულად მოკიდა ხელი. საჯარიმო სანქციები ემუქრებათ მათაც, ვინც მიწისქვეშა ტერიტორიას დააბინძურებს.

ახალი განაწესის ამოქმედებამდე მოქალაქეებისთვის საინფორმაციო-განმარტებითი კამპანია ჩატარდება, რისთვისაც 300 000 ევროა გამოყოფილი.

მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.

Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს