2 წლის ბავშვს წონის დასაკლები ოპერაცია ჩაუტარდა

2 წლის ბავშვს წონის დასაკლები ოპერაცია ჩაუტარდა

2 წლის არაბ ბიჭუნას ჭარბი წონისგან გასათავისუფლებლად ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ის ყველაზე პატარა პაციენტია მედიცინის ისტორიაში, რომელმაც წონის დაკლების ქირურგიულ მეთოდს მიმართა. ბიჭუნა საუდის არაბეთის მოქალაქეა. იგი 18 თვის ასაკში უკვე 33 კილოგრამს იწონიდა.

როცა ბავშვის სხეულის მასის ინდექსმა 41-ს გადააჭარბა, ექიმებმა ქირურგიული ჩარევა გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნიეს, რადგან ჭარბი ცხიმი უკვე სუნთქვის უკმარისობას იწვევდა.

ქირურგებმა ბავშვს კუჭის დიდი ნაწილი ამოკვეთეს, რათა ორგანიზმის საკვებზე მოთხოვნილება შეემცირებინათ. ოპერაციის შემდეგ მან 23 კილოგრამი დაიკლო.

2 წლის წინ ბიჭუნა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა და მხოლოდ 3 კილოგრამს იწონიდა.

დღემდე ყველაზე მცირეწლოვანი ბავშვი, რომელსაც ჭარბი წონისგან გათავისუფლების მიზნით ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს, 5 წლის იყო და ისიც საუდის არაბეთში ცხოვრობდა.

მომზადებულია journals.elsevier.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს