61 წლის ტეხასელი მამაკაცი მუდმივი სიმთვრალით იტანჯება. საქმე ისაა, რომ მამაკაცი ალკოჰოლს არ მიირთმევს, ალკოჰოლს მისი ორგანიზმი თავად გამოიმუშავებს.
მას "ავტო-ლუდსახარშის" სინდრომი აქვს. ანუ მისი კუჭნაწლავი დიდი ოდენობით საფუარს შეიცავს, რის გამოც სხეულში მოხვედრილი სითხე ლუდად გარდაიქმნება.
სანამ ამ დიაგნოზს დაუსვამდნენ, პაციენტის მეუღლე ხშირად გამოთქვემდა უკმაყოფილებას ქმრის ლოთობის გამო. პროფესიით ექთანი, ქმარს ხშირად უტარებდა ალკოტესტს, რომელიც ხშირად რეკორდულ ნიშნულს აღწევდა.
ექიმმა ბარბარა კორდელმა და გასტროენტეროლოგმა ჯასტინ მაკარტიმ პაციენტი საფუძვლიანად გამოიკვლიეს.
პაციენტს 24-საათიანი იზოლაცია მოუწყვეს და დარწმუნდნენ, რომ ალკოჰოლი არ მიუღია. ამ დროს კი ალკოჰოლის შემცველობა სისხლში 0,12% იყო.
ექიმებმა მოგვიანებით დაადგინეს, რომ მისი კუჭი ინფიცირებულია საფუარის სოკოთი, რომელიც ალკოჰოლის წარმოებაში გამოიყენება. საუბედუროდ, პაციენტს ანტიბიოტიკებით ვერ მკურნალობენ, რადგან წამლებმა შესაძლოა, კუჭნაწლავის ყველა ბაქტერია გაანადგუროს.
მომზადებულია npr.org-ის მიხედვით.