შალვა ნათელაშვილის მეუღლე "ელიავას მუშებს" ჩანახატს უძღვნის

შალვა ნათელაშვილის მეუღლე "ელიავას მუშებს" ჩანახატს უძღვნის

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე "ელიავას მუშებს" ჩანახატს უძღვნის.

"დგანან ხიდის ქვეშ ჩრდილსშეფარებულები. ზოგი ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, ზოგი გულზე ხელებგადაჭდომილი,ზოგი თავზე ხელებშემოწყობილი, ხან ფეხებგაჩაჩხული, დოინჯშემოყრილი, ზოგიც ზურგზე ხელებდაწყობილი... დგანან კაცები სამუშაოს მოლოდინში, ხან მთელი დღე უშედეგოდ. საკმარისია, ვინმეს მანქანა მიუახლოვდეთ, შემოესევიან მაშინვე ან მოიმწყვდევენ წრეში და სთავაზობენ ზოდი რა სამუშაოს და ზოგი რას.

აქედან ვისაც ამოირჩევენ, დღეს მას გაუმართლა. დღეს ის იშოვის ლუკმა-პურს, სარჩო-საბადებელს. დანარჩენები ისევ იდგებიან მოლოდინში... ზოგი ნირწამხდარი დგომით დაღლილი; ზოგი მობუზული და ქანცგაწყვეტილი; ზოგი თავჩაქინდრული და უიმედო; ზოგი მკვირცხლი, იმედიანი და მხიარული,

მანქანიდან მოცქირალი კლიენტის მომლოდინე.

კლიენტი კი მათგან გაბეზრებული, განებივრებული, მზერით ტოვებს ფეხებში აბლანდულებს, ან ბორბლებმოდებულებს.

კაცები კი რჩებიან, მოწყალებას არ ითხოვენ, არამ ლუკმას არ იღებენ, მუქთა არაფერი სჭირდებათ. დგანან საკუთარი თავის იმედად დაკოჟრილი ხელებით, ახარხული ხელსაწყოებით თუ ზურგჩანთებით. დგანან იღბალს მინდობილები...", - წერს ბელა ალანია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს