ნუკრიანში საბავშვო ბაღის ბავშვებს აშიმშილებენ

ნუკრიანში საბავშვო ბაღის ბავშვებს აშიმშილებენ

20 სექტემბერს, სოფელში ნუკრიანში სკოლამდელი დაწესებულების ბავშვები ბაღის გამგესა და მზარეულს შორის კონფლიქტის გამო აშიმშილეს. მშობლების განმარტებით, მზარეულმა საჭმლის გაკეთების შემდეგ, სამზარეულო, სადაც საჭმელი ინახება, ჩაკეტა და სახლში წავიდა. აღსაზრდელები დღის ბოლომდე მშივრები იყვნენ და ტიროდნენ. მათი გამოკვება მხოლოდ მშობლების ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

როგორც სოფელ ნუკრიანში აცხადებენ, საბავშვო ბაღში კონფლიქტი პირველი შემთხვევა არ არის და დღის განმავლობაში სასწავლო დაწესებულებიდან ყვირილისა და ჩხუბის ხმა ხშირად ისმის.

იხილეთ ვრცლად

"კახეთის ხმა"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა