ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, ხვალ, ბერა ივანიშვილის კონცერტია დაგეგმილი. აღნიშნულის გამო, ქუთაისის ცენტრალური მოედანი დილიდან გადაკეტილია და სცენის მონტაჟი მიმდინარეობს. "ქართული ოცნების" საქალაქო შტაბში განმარტავენ, რომ ბერა ივანივილის კონცერტის ორგანიზებასთან კავშირი არ აქვთ.