ლონდონის სააუქციონო სახლი Christie's ისტორიაში პირველად, ჩინეთში გამართავს აუქციონს. ამის შესახებ ბრიტანული The Daily Telegraph-ი წერს. აუქციონი შანხაიში, 26 სექტემბერს გაიმართება.
აუქციონზე 42 ექსპონატი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის ენდი უორჰოლისა და პაბლო პიკასოს ტილოები, ბრილიანტის სამკაული პარიზიდან და თანამედროვე აზიელი მხატვრების სკულპტურები. ექსპონატებს შორის იქნება 1982 წლის Chateau Lafite Rothschild-ის, 1986 წლის Chateau Margaux-ის და 2000 წლის Chateau Latour-ის ღვინოები.
ლოტების მთლიანი საფასური 16 მლნ დოლარია. სააუქციონო სახლის ხელმძღვანელი სტივენ მერფი აცხადებს, რომ დაგეგმილი აუქციონი ”ახალი თავი იქნება კომპანიის ისტორიაში”.
მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.