შალვა ფიფია: "წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია"

შალვა ფიფია: "წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია"

წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია. ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ განუცხადა, დღეის მდგომარეობით, გლეხებმა კახეთის მასშტაბით უკვე 55 ათას ტონაზე მეტი ყურძენი ჩააბარეს.

ფიფიას თქმით, რთველი ძალიან წარმატებულად მიმდინარეობს.

"70-მდე კერძო კომპანია აქტიურადაა ჩართული ყურძნის ჩაბარების პროცესში. წინა წელთან შედარებით პრინციპულად განსხვავებული რთველია. იცით, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სუბსიდირების მექანიზმი შეიმუშავა, ოღონდ სუბსიდირება არაპირდაპირი გზით ხდება. სახელმწიფოს ჩარევა, წინა წლებთან შედარებით, უფრო რბილია. სახელმწიფო არაა მთავარი მოთამაშე, მთავარი მოთამაშეები კერძო კომპანიები არიან, რომლებიც ყურძენს იბარებენ", - განაცხადა ფიფიამ.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკრეფილი 55 ათას ტონა ყურძნიდან "საფერავის" ჯიშის 22, 500 ტონაა, "რქაწითელი" და "კახური მწვანე" - 29, 500 ტონა, სხვა ჯიშის ყურძენი კი - 1000 ტონა.

მათივე ინფორმაცით, ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მხოლოდ 2 სახელმწიფო კომპანია - "აკურა" და "გრუზვინპრომი" მონაწილობს, სადაც ყურძნის საერთო რაოდენობის 10%-მდე გადამუშავდა.

რაც შეეხება სუბსიდირების მექანიზმს, სუბსიდია 1 კგ "რქაწითელსა" და "მწვანე კახურზე" 40 თეთრს შეადგენს, 1 კგ "საფერავზე" კი დახმარება 5 თეთრია.

რთველი დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყო და ამ ეტაპისთვის ყურძნის მოსავლის აღების პროცესმა 8-ვე რეგიონი მოიცვა.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ