ჰოლანდიაში "დიქტატორული" ჩიფსები იყიდება

ჰოლანდიაში "დიქტატორული" ჩიფსები იყიდება

ჰოლანდიაში ჩიფსები იყიდება, რომლის შეფუთვაზე დატანილია თანამედროვე მსოფლიოს დიქტატორების გამოსახულებები. კომპანია Original Dictator Chips-მა შეფუთვაზე პუტინის, ლუკაშენკოსა და კადაფის სურათები გამოიტანა. "დიქტატორულ" ჩიფსებს საინტერესო გაფორმება და სლოგანი აქვს - "ერთხელ გაგვსინჯე და სხვა არაფერი მოგინდება".  დახლებზე სულ ამგვარი 19 სახეობის ჩიფსი იყიდება.

ჩიფსებზე გამოსახული არიან მუამარ კადაფი, კიმ ჩენ ინი, მაჰმუდ აჰმადინეჯადი, ვლადიმერ პუტინი, ალექსანდრ ლუკაშენკო.  ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩიფსები მუამარ კადაფის გამოსახულებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია nn.by-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს