ყავის სიყვარული ადამიანის ხასიათზე მეტყველებს

ყავის სიყვარული ადამიანის ხასიათზე მეტყველებს

ყავის სახეობის სიყვარულსა და ადამიანის ხასიათს შორის კავშირი არსებობს. კონკრეტული ტიპის ყავის სიყვარულს შეუძლია გაამჟღანოს, რამდენად ღია ან ჩაკეტილი, მომთმენი, გულითადი თუ მგრძნობიარე ადამიანი ხართ. მეცნიერმა რამანი დურვასულამ ყავის 1000 მოყვარულს შორის ჩაატარა კვლევა.

კვლევაზე დაყრდნობით შეძლება ვთქვათ, რომ ვინც შავ ყავას სვამს, უბრალოების მოყვარული ადამიანია. ამასთან, ისინი შეიძლება იყვნენ მოუთმენლები და კონსერვატორები.

თუკი თქვენ ლატეს სვამთ, მოგწონთ სხვებისთვის სიამოვნების მინიჭება, მაგრამ ამასთან, შეიძლება გამოკვეთილი გქონდეთ ხასიათის ნერვული შტრიხები.

უფრო მეტად მომთხოვნები არიან ადამიანები, რომელთაც კაპუჩინო უყვართ. ისინი მიდრეკილნი არიან კონტროლისკენ, არიან განსაკუთრებით მგრძნობიარენი და ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.

ხსნადი ყავის მოყვარულებს თავისუფალი ქცევა და მნიშვნელოვანი საკითხების გადადება ახასიათებთ.

რაც შეეხება ცივ ტკბილ ყავას - ეს სოციალურად გაბედული და ზოგჯერ დაუფიქრებლად მოქმედი ადამიანების სასმელია.

მომზადებულია independent.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს