რუსულ ბაზარზე ქართული სასმელების რეალიზაცია გაიზარდა

რუსულ ბაზარზე ქართული სასმელების რეალიზაცია გაიზარდა

რუსულ ბაზარზე ქართული სასმელების რეალიზაცის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, პრაქტიკულად ყველა ის საკითხი, რასაც მთავრობა განიხილავდა, მოგვარებულია, ან თითქმის მოგვარებულია.

"აღდგა ჩვენი პროდუქციის ექსპორტი რუსულ ბაზარზე. ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებს რაც შეეხება, რუსეთში მოთხოვნა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ჩვენ მოველოდით. მოთხოვნა, თითქმის 2-ჯერ მეტია. ვფიქრობ, ეს კარგი დახმარებაა მათთვის, ვინც მეღვინეობის სფეროში საქმიანობს",-განაცხადა ჟურნალისტებთან აბაშიძემ.

მისივე განცხადებით, რუსულ ბაზარზე პოლიტიკური რისკის ელემენტიც არის, თუმცა თავად ქართველი ბიზნესმენების გადასაწყვეტია, უღირთ თუ არა ამ რისკზე წასვლა.

"პოლიტიკური რისკის ელემენტი რუსულ ბაზარზე არის, ამაში ახალი არაფერი არ არის, მაგრამ ყველა ბაზარს ახასიათებს გარკვეული რისკი და ეს ჩვენმა ბიზნესმენებმა კარგად იციან", -განმარტავს აბაშიძე.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ