ბილ კლინტონი: "ჰილარის არჩევნებში გამარჯვებაზე მეტად ბებიობა სურს"

ბილ კლინტონი: "ჰილარის არჩევნებში გამარჯვებაზე მეტად ბებიობა სურს"

აშშ-ის ექს-პრეზიდენტმა ბილ კლინტონმა ამერიკულ ტელეარხ CBS-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას მეუღლეზე ისაუბრა. ყოფილმა მსოფლიო ლიდერმა განაცხადა, რომ ჰილარის ყველაზე მეტად ბებიობა სურს.

"ჰილარის რომ ჰკითხოთ, რომელი გირჩევნია პრეზიდენტობა, თუ ბებიობაო, ვფიქრობ, გიპასუხებთ, რომ შვილიშვილი სურს. დღეს, ჩემი მთავარი მიზანი ბაბუის ამპლუის მორგებაა. ყველა ფიქრობს, რომ კლინტონები სასადილო მაგიდასთანაც კი პოლიტიკაზე საუბრობენ, მაგრამ დამიჯერეთ, ეს ტყუილია. ჩვენ საარჩევნო კამპანიაზეც კი არასდროს გვისაუბრია.

მე და ჰილარი ყოველ დღე აუზზე დავდივართ. თუ რომელიმე ჩვენგანი მყუდროებას დაარღვევს და პოლიტიკაზე რაიმე საკითხს წამოჭრის, მეორე აჩუმებს და ამინდის პროგნოზსა, თუ სხვა თემაზე გადაჰყავს საუბარი", - განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

მომზადებულია usatoday.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს