ცხოველები რომ არ შეშინდნენ, ზოოპარკში ლეოპარდის პრინტის ტანსაცმლით შესვლა აიკრძალა

ცხოველები რომ არ შეშინდნენ, ზოოპარკში ლეოპარდის პრინტის ტანსაცმლით შესვლა აიკრძალა

ლონდონში მდებარე ზოოპარკის ადმინისტრაციამ შენობის შესასვლელთან სპეციალური აბრა გააკრა, რომელიც ქალებს აფრთხილებს, რომ ლეოპარდის პრინტიანი ტანსაცმლით ტერიტორიაზე ვეღარ შევლენ.

საქმე ის არის, რომ ზოოპარკის ბინადრებს მსგავსი სამოსის დანახვა აშფოთებთ, ეშინიათ და გაურკვევლობაში არიან. როგორც კამერებმა დააფიქსირა, ლეოპარდის პრინტიან სამოსში გამოწყობილ სტუმრებს ზოოპარკის ბინადრები აგრესიულად ექცევიან, ან მათ დანახვაზე შეშინებულები გარბიან.

"სამოსის ფერსა და თარგებს გალიებში გამომწყვდეულ ცხოველებზე გავლენის მოხდენა შეუძლია. ზოგჯერ ცხოველებს ძალიან მძაფრი რეაქცია აქვთ. მაგალითად, ყველაზე მეტად რეაგირებენ შავი, ან ყვითელი ფერის სამოსზე. ლეოპარდის პრინტს კი ზოგიერთი ცხოველი ჭკუიდან გადაჰყავს", - ამბობენ ზოოპარკის თანამშრომლები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს