კაკალი სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეს აუმჯობესებს

კაკალი სისხლძარღვების კედლების სიმტკიცეს აუმჯობესებს

ყოველდღიურ რაციონში კაკლის შეტანა ხელს უწყობს სისხლძარღვების გამტკიცებას ჭარბწონიან ადამიანებში. ამასთან, კაკლის მიღება  არ იწვევს წონის მომატების პროვოცირებას. ამის შესახებ გრიფინის ჰოსპიტალის მკვლევარი დევიდ კაცი ირწმუნება.

კაკალს ვიტამინების ხარჯზე ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს - გარდა ამ სასარგებლო თვისებისა, ის ნოყიერიცაა. თუკი ამ ნაყოფს კვებაში ჩავრთავთ, დროთა განმავლობაში საზიანო პროდუქტები ორგანიზმიდან გამოიდევნება.

ეს დამტკიცდა კვლევაში მონაწილე 45 ადამიანის შემთხვევაში. კვლევაში 30-დან 75 წლამდე ადამიანები მონაწილეონდნენ. მათი სხეულის მასის ინდექსი 25-ს აჭარბებდა, ანუ ისინი იყვნენ ჭარბწონიანების კატეგორიაში. ისინი არ ეწეოდენ და მეტაბოლურ გადახრებს უჩიოდნენ. ასევე, ჰქონდათ დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკი.

კვლევაში მონაწილეები 2 ნაწილად გაყვეს. პირველი ჯგუფი ჭამდა იმას, რაც მოესურვებოდა. მეორე ჯგუფი, 2 თვის განმავლობაში საჭმლის პარალელურად დღეში 56 გრ. კაკალს იღებდა. შედეგად, მეორე ჯგუფს გაუუმჯობესდა ენდოთელიუმის (უჯრედების ფენა, რომელიც ქმნის სისხლისა და ლიმფის კაპილარების კედლებს, არტერიების, ვენებისა და გულის კედლის შიგნითა შრეს) მუშაობა. მიუხედავად კაკლის კალორიულობისა, მეორე ჯგუფის წევრებს წონაში არ მოუმატიათ.

მომზადებულია meddaily.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს