მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას მცირე და საშულო ბიზნესის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

  მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას მცირე და საშულო ბიზნესის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას მცირე და საშულო ბიზნესის ხელშეწყობისკენ მოუწოდებს. ბანკის ახალი ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესი მთლიანი შიდა პროდუქტის 20%-ზე ნაკლებს შეადგენს, რაც ბევრ მეზობელ ქვეყანაში დაფიქსირებულ მონაცემებთან შედარებით საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. სომხეთში მცირე და საშუალო საწარმოები მთლიანი შიდა პროდუქტის 42%-ს შეადგენენ, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, საშუალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 60%-ს.

"ქართული ინოვაციური საწარმოები 30%-ით მეტ სამუშაო ადგილებს ქმნიან და ისინი როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ ბაზრებზე არაინოვაციურ საწარმოებთან შედარებით გაცილებით უფრო კონკურენტუნარიანები არიან. აქედან გამომდინარე მეწარმეობის ზრდის ხელშეწყობა, ინოვაციური და უფრო პროდუქტიული ფირმების განვითარებისა და სწრაფად ზრდისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა ქვეყნის წინსვლასთან დაკავშირებული მიზნების ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უნდა იქცეს",- აცხადებენ მსოფლიო ბანკში.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ