"3 თვე ბავშვი ჯვრის ფორმის ფიცარზე გააკრეს და ისე მკურნალობდნენ"

"3 თვე ბავშვი ჯვრის ფორმის ფიცარზე გააკრეს და ისე მკურნალობდნენ"

გორში მცხოვრები გივი ახალბედაშვილი შპს "ლილი რატიანის კლინიკას" სასამართლოში უჩივის. საქმე მისი 15 წლის, ცერებრალური დამბლით დაავადებული შვილის მკურნალობას ეხება. როგორც გივი ახალბედაშვილი ამბობს, თბილისში და მოსკოვში ჩატარებული მკურნალობის შემდეგ, ბავშვის გამოჯანმრთელების იმედი არ ქონდათ, თუმცა კლინიკის დირექტორი ლილი რატიანი ბავშვის ფეხზე წამოდგომას დაბეჯითებით დაპირდა და მშობლებიც დათანხმდნენ. თუმცა სამთვიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო, უფრო მეტიც, გამოწერის შემდეგ ბავშვი სისხლს შარდავდა. ფიზიკურადაც და ფსიქოლოგიურად ცუდად იყო, აგრესიულიც კი გახდა.

"ყოველ დღე 20-30 წუთის განმავლობაში კეთდებოდა ზეთში დასველებული ნაჭრით შეხვევა. ბავშვი გააკრეს საწოლზე, რომელიც იყო ჯვრის ფორმის ფიცარი. ასე იყო ჩემი შვილი 3 თვის განმავლობაში გაკრული. ყველას ეცოდებოდა ბავშვი, მთელი ღამეების განმავლობაში თვალები ღია ჰქონდა, ვერ იძინებდა, ფსიქოლოგიურად ძალიან შეირყა. ფეხზე დამოუკიდებლად გავლის იმედი ქონდა, ლილი რატიანს სულ ხელზე კოცნიდა, ხშირად ეკითხებოდა, დამოუკიდებლად ხომ გავივლიო?" - ყვება გივი ახალბედაშვილი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა