იაპონიაში მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი შექმნეს

იაპონიაში მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი შექმნეს

იაპონელმა სკულპტორმა ანიშ კაპურმა და არქიტექტორმა არატა ისოძაკიმ მსოფლიოში პირველი გასაბერი საკონცერტო დარბაზი დააპროექტეს. დარბაზი 2 საათში იბერება და 500 ადამიანს იტევს.

ე.წ. "ახალი კიდობანი" ნახევრადგამჭვირვალე იასამნისფერი მემბრანისგან არის შექმნილი. დარბაზის სკამები კი ცუნამისგან დაზიანებული კედრისგანაა დამზადებული. დარბაზის ტრანსპორტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება.

პირველი კონცერტი გასაბერ "ახალ კიდობანში" ოქტომბერში ამავე სახელწოდების ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიება ცუნამის დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად დაიგეგმა.

მომზადებულია Inhabitat-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს