ანი ნადარეიშვილი კრიმინალურ ავტორიტეტებს ემუქრება

ანი ნადარეიშვილი კრიმინალურ ავტორიტეტებს ემუქრება

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის მეუღლე, ანი ნადარეიშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე კრიმინალურ ავტორიტეტებს ემუქრება.

"მოკლედ, როგორც ყველასთვის კარგადაა ცნობილი, ქურდული სამყარო მჭიდროდ არის შეკრული ახალ ხელისუფლებასთან, უშვებენ და უშვებენ ციხიდან კრიმინალურ ავტორიტეტებს, ქურდებს და ყაჩაღებს. იკრიბებიან "სხოდკებზე" და მათი ძირითადი მიზეზი და თემა შეკრების, რა თქმა უნდა, არის ბაჩო ახალაია. ხოდა, ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, ვინმე ლოტკინელი ნარიმანიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ციხის მაყურებლების მიერ გაშვებული იქნა ე.წ. "პრაგონი" ციხეში, რომ ყველა "სვაბოდაზე" გამოსულმა პატიმარმა უნდა ილაპარაკოს, თუ როგორ შემოდიოდა ახალაია ციხეში და პატიმრების თვალწინ ცეკვავდა თურმე ხატებზე.

საქმე იცით რაშია, ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ აღშფოთებული ვარ, არამედ მიხარია, რომ ამაზე მეტი ფანტაზია არ გაგაჩნიათ და იქედანაც კი შიშის ზარს გცემთ ბორკილებდადებული ბაჩო ახალაია :))) დღე-დღეზე გამოვა და 3/4-ზე ფოტოსურათები პასპორტისთვის მაინც მზად გქონდეთ, მერე რომ ვეღარ მოასწროთ?! :)))", - წერს ნადარეიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს