როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე ოფისში მუშაობის პირობებში

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე ოფისში მუშაობის პირობებში

თუკი თქვენ ოფისში მუშაობთ, ეს არ უნდა იქცეს იმის საბაბად, რომ ზედმეტი წონა დააგროვოთ. გაითვალისწინეთ მარტივი რჩევები და ჯანმრთელობას შეინარჩუნებთ.

1. თან წაიღეთ საუზმე

ხილი, გახუხული პური ყველით ან იოგურტი - ამ პროდუქტების ჭამა ყოველთვის სჯობს პიცის ჭამას, გარდა ამისა, თქვენ დაზოგავთ ფულსაც.

2. მოიხმარეთ უვნებელი პროდუქტი

მუშაობის დროს წახემსება ხშირად გვინდება, მაგრამ ამ დროს არ უნდა მივიღოთ ჩიფსები ან ორცხობილა. უმჯობესია თან მუდამ გვქონდეს ხილი - ვაშლი ბანანი, თხილი ან ჩირი.

3. სადილისთვის ოფისიდან გასვლა

ეს საშუალებას მოგვცემს ცოტაოდენ დავიმუხტოთ. შენობიდან გადით და ფეხით გაიარეთ.

4. მოუარეთ პირად სივრცეს

კლავიატურა და ტელეფონის ყურმილი მიკრობების საყვარელი ადგილია, მონიტორს კი გაუწყვეტლივ ეფინება მტვერი, რომელსაც ჩვენ მთელი დღის განმავლობაში ვსუნთქავთ. დაასუფთავეთ სამუშაო მაგიდა - იქონიეთ ნაჭერი და საწმენდი სითხე, ან საწმენდად გამოიყენეთ სველი ხელსახოცი.

5. დალიეთ ბევრი წყალი და არა ყავა

ზოგიერთს ყავის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩაის და ყავას შარდმდენი თვისებები აქვს და თუკი ჩვენ ორგანიზმიდან სითხის გამოდევნას წყლის მიღებით არ დავაკომპენსირებთ, თავის ტკივილები გარანტირებული გვექნება. ამიტომ, სცადეთ, რომ  მთელი დღის განმავლობაში, უკვე ჩვევაში გადასული ყავის სმა, 1 ჭიქა წყლის მიღებით ჩაანაცვლოთ - ნახავთ, რომ თავს უფრო უკეთ იგრძნობთ.

6. დაისვენეთ

ეს არ არის მოწოდება საბოტაჟისკენ, მაგრამ თავადაც ვიცით, რომ  გადაბმულად მუშაობამ შეიძლება გონება გათიშოს, შესაძლოა იჯდე კომპიუტერთან და ვერაფერს აკეთებდე. ამ შემთხვევაში უმჯობესია 2 წუთით საერთოდ არაფერი გააკეთოთ და კორიდორში გაისეირნოთ.

7. კიბეები ლიფტის ნაცვლად

ამგვარი ფიზიკური ვარჯიშის შესახებ უკვე დიდი ხანია ყველამ იცის. ლიფტზე უარის თქმა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჯანსაღი ცხოვრების გზაზე.

8. გასეირნება სამსახურის შემდეგ

აქციეთ ჩვევად სამსახურის შემდეგ ფეხით გასეირნება. ეს საუკეთესო საშუალებაა სამსახურის შემდეგ განსამუხტად. დატკბით საღამოს ქალაქით და ჩაისუნთქეთ სუფთა ჰაერი - ეს მშვიდად დაძინებაშიც დაგეხმარებათ.

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს