აშშ-ის სილამაზის დედოფალს ასაფეთქებლი ნივთიერების დამზადებისთვის გვირგვინი ჩამოართვეს

აშშ-ის სილამაზის დედოფალს ასაფეთქებლი ნივთიერების დამზადებისთვის გვირგვინი ჩამოართვეს

იუტას შტატის ქალაქ რივერტონის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულ კენდრა მაკეინზი ჯილს ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადებისთვის 200 საათი გამოსასწორებელი სამუშაოები და 500-დოლარიანი ჯარიმა მიუსაჯეს. ასეთი გადაწყვეტილება სოლტ-ლეიკ-სიტის ოლქის სასამართლომ გამოიტანა.

ანალოგიური სასჯელი 18 წლის "სილამაზის დედოფლის" სამ მეგობარსაც გამოუტანეს. მათ თვითნაკეთი "ასაფეთქებელი მოწყობილობის" დამზადება ედებათ ბრალად.

მიღებულ ნაერთს მოზარდები პლასტმასის ბოთლებში ასხამდნენ და ქუჩაში აფეთქებდნენ. გოგონებმა

დანაშაული აღიარეს და განაცხადეს, რომ საკუთარ საქციელს "უწყინარ ცელქობად" თვლიან.

მაგრამ ასეთი "ცელქობისთვის" კენდრა ჯილს, განაჩენის გამოცხადების შემდეგ, "გვირგვინის" დათმობა მოუწევს. 

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს