ბიჭმა შეყვარებულს ულტიმატუმი წაუყენა - 300 სენდვიჩის დამზადების შემდეგ ცოლად მოიყვანს

ბიჭმა შეყვარებულს ულტიმატუმი წაუყენა - 300 სენდვიჩის დამზადების შემდეგ ცოლად მოიყვანს

კაცის გულის მოსაგებად გზა კუჭზე რომ გადის, ეს შემთხვევა ამის საუკეთესო მაგალითია. ჟურნალისტ სტეფანი სმიტს შეყვარებული ცოლად მხოლოდ 300 სენდვიჩის დამზადების შემდეგ შეირთავს. სტეფანისაც სხვა არაფერი დარჩენია და ყოველდღე სენდვიჩებს ამზადებს. უკვე 176 მოამზადა და საოცნებო დღემდე 124 სენდვიჩი აშორებს.

"ჩვენი რომანი მთლიანად საჭმელზეა ორიენტირებული. ერთმანეთი რესტორანში გავიცანით. მეორე პაემანზე სახლში სადილი თავად მომიმზადა. მივხვდი, რომ მისთვის საკვები ყველაზე მნიშვნელოვანია. მას სენდვიჩზე მეტად არაფერი უყვარს. მისთვის სენდვიჩი სექსიცაა, ჩახუტებაც და კოცნაც", - ამბობს სტეფანი.

სტეფანის საქციელით გაღიზიანდნენ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები. ზოგიერთმა ფემინისტმა გოგონას "გათხოვებით შეპყრობილი" უწოდა.

მომზადებულია odditycentral.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს