ჩიორა თაქთაქიშვილი - ზურაბ აბაშიძემ დაბადების დღე პრიმაკოვის აგარაკზე აღნიშნა

ჩიორა თაქთაქიშვილი - ზურაბ აბაშიძემ დაბადების დღე პრიმაკოვის აგარაკზე აღნიშნა

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველო-რუსეთის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ ივნისში, საკუთარი დაბადების დღე კვიპროსზე, ლიმასოლში პრიმაკოვის აგარაკზე, პრიმაკოვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების გარემოცვაში აღნიშნა. ამის შესახებ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი წერს და აბაშიძეს საკუთარი მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

"ბატონმა ზურაბ აბაშიძემ, რუსეთთან ურთიერთობებში სახელმწიფოს წარმომადგენელმა პარლამენტის სხდომაზე დაადასტურა, რომ ივნისში, საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა კვიპროსზე, ლიმასოლში პრიმაკოვის აგარაკზე, პრიმაკოვისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების გარემოცვაში.მხოლოდ კითხვებზე: რას აკეთებენ დევნილების დასაბრუნებლად, რას აკეთებენ რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად, დიცსა და დვანში აღმართული ახალი მავთულხლართების ასაღებად, პასუხია: არაფერს! ეს არ შედის ჩემს მანდატში!!! პირიქით, ადასტურებს, რომ "არის რაღაც ლოგიკა" იმაში, რომ რომ რუსეთს დიცში და დვანში მავთულხლართების აშენება სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაფად სჭირდება!!! რა ვქნათ?!!!", - წერს თაქთაქიშვილი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს