ვისგან იცავს ტარიელ სუარი ია ფარულავას - ერთი სულიერი თუ ბევრს გაა...კებს, მალე მომიწევს მისი სიფათის მონათვლა

ვისგან იცავს ტარიელ სუარი ია ფარულავას - ერთი სულიერი თუ ბევრს გაა...კებს, მალე მომიწევს მისი სიფათის მონათვლა

მსახიობ ია ფარულავას მეუღლე, კლასიკოსი გიტარისტი ტარიელ სუარი ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ია ფარულავას შეურაცხყოფისთვის უცნობ ადამიანს ფიზიკურად ანგარიშსწორებით ემუქრება.

”ერთი სულიერი თუ ბევრს გაატრაკებს, სავარაუდოდ, მალე მომიწევს მისი სიფათის მონათვლა.

რა განსხვავებაა პიტალოსა და ნორმალურ კაცს შორის. ნორმალური კაცი როდესაც ხედავს, რომ მის გოგონას ბოროტად განწყობილი ადამიანები შეურაცხყოფას აყენებენ, ნორმალური კაცი იღებს ხმალს და იბრძვის მისი პატივის დასაცავად, ხოლო როდესაც ხედავს, რომ მის გოგონაზე სიყვარულით ზრუნავენ, მოწიწებით არიან მის მიმართ და უყვართ იგი, ამ შემთხვევაში ნორმალური კაცი ბედნიერია ამით.

ეხლა პიტალოს შესახებ: როდესაც პიტალო ხედავს, რომ მის გოგონას  ბოროტად განწყობილი ბრბო შეურაცხყოფას აყენებს და აგინებს მას, პიტალო იმალება სირივით (თუმცაღა თვითონ მას რომ შეაგინოს ვინმემ, მაგალითად დედა, მზად არის საკუთარი კარიერა უმალვე შესწიროს ამბიციას, მაგრამ საყვარელი გოგონასათვის ვერ მოგართვით, ხელს ვერ გაანძრევინებ) ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ, იგივე პიტალო როდესაც ხედავს, რომ მის გოგონას ვინმე აღმერთებს, სწორედ მაშინ მიაქვს ხელი ხმლისკენ და თითქოს მზად არის თავისი ვითომ ვაჟკაცობა გამოიჩინოს და დაიცვას იგი მისგან :))))))) დრო რომ მქონდეს, სიამოვნებით მივუნგრევდი თავპირს ყველა პიტალოს, სხვათაშორის ერთი სულიერი თუ ბევრს გაატრაკებს, სავარაუდოდ, მალე მომიწევს მისი სიფათის მონათვლა", - წერს სუარი.

მოგვიანებით მუსიკოსის პოსტზე ია ფარულავამ კომენტარი გააკეთა:

"სიხარულო, სიყვარულო, რაზე ხარჯავ შენს ჯადოსნურ თითებს!!!! მიყვარხარ უზომოდ!", - წერს ფარულავა.

მსახიობმა ია ფარულავამ და მუსიკოსმა რამდენიმე დღის წინ იქორწინეს.

იხილეთ ასევე: ია ფარულავამ ჯვარი დაიწერა - "ტარიელმა თავბრუ დამახვია"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს