ქუთაისში 82 წლის მამაკაცი შიმშილით გარდაიცვალა

ქუთაისში 82 წლის მამაკაცი შიმშილით გარდაიცვალა

ქუთაისში, გუშინ შიმშილის მიზეზით 82 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კოტე ლომიძემ ქუთაისის საკრებულოს საფინანსო სარევიზიო კომიის სხდომაზე განაცხადა. კოტე ლომიძის თქმით, გარდაცვლილი დოლაბერიძის ოჯახს ქუთაისი მერია ორჯერ დაეხმარა, თუმცა ეს დახმარება საკმარისი არ აღმოჩნდა.

"გუშინ მოვიკითხე ამ ადამიანის ამბავი და შევიტყვე, რომ თურმე, შიმშილით გარდაცვლილა. ექიმის დიაგნოზში ეწერა შიმშილით სიკვდილი ანუ ვიტამინების ნაკლებობა. 200 ლარით რომ დავხმარებოდით, შეიძლება გადაგვერჩინა ამ მოხუცის სიცოცხლე", - განაცხადა ლომიძემ.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა