ჩირი: გემრიელი და სასარგებლო

ჩირი: გემრიელი და სასარგებლო

ქიშმიში

ყურძენი უძველესი დროიდან გამოიყენება მედიცინაში. მასში შედის იოლად ასათვისებელი შაქარი (15-20%), 0,8% ორგანული მჟავები და 0,5% მინერალური მარილები. ყურძენი P ვიტამინის წყაროა. ქიშმიში სასარგებლოა ფილტვების, გულისა და ნერვული სისტემისთვის. მას განსაკუთრებით კარდიოლოგები გვირჩევენ - ის ხომ მდიდარია გულისათვის სასარგებლო კალიუმით. ქიშმიში აუცილებლად უნდა შეიტანონ ყოველდღიური კვების რაციონში გულის არიტმიისა და ჰიპერტონიული დაავადებების მქონე ავადმყოფებმა. ის აუცილებელია მათთვის, ვინც შარდმდენ პრეპარატებს იღებს. მაგნიუმის შემცველობის გამო ქიშმიშს ნევროპათოლოგებიც უწევენ რეკომენდაციას. ქიშმიშს ურჩევენ ნერვიულ და ადვილად აღგზნებად ადამიანებს. ბორის დიდი შემცველობის გამო მას სამკურნალოდ იყენებენ ორთოპედები. ის აფერხებს ოსტეოპოროზის განვითარებას. ქიშმიშში დიდი რაოდენობითაა მანგანუმი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლისთვის.

შავი ქლიავის ჩირი

პირველი ცნობები შავი ქლიავის ჩირის გამოყენების შესახებ ჯერ კიდევ რომის იმპერიიდან მოდის. გამხმარი შავი ქლიავი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით. მასში შაქრის შემცველობა 39-41%-ია, ახალი ქლიავში კი - 10-12%. შავი ქლიავის ჩირი არეგულირებს ნახშირწყლოვან ბალანსს, აქვს შფოთვის მოხსნის უნარი, ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას სტრესული სიტუაციების მიმართ. გამხმარი შავი ქლიავით კეთდება კომპოტი, რომელიც სასარგებლოა ნაწლავების, თირკმლების და გულის დაავადებების დროს. შავი ქლიავის ჩირის ნაყენის დალევა რეკომენდებულია კუჭის პრობლემების დროს. შეკრულობის დროს ძალიან კარგია შავი ქლიავის ჩირის დალბობა და ძილის წინ 100 გრამის მიღება.

ლეღვის ჩირი

ერთ-ერთ ყველაზე კალორიულ ჩირად მიჩნეულია გამხმარი ლეღვი. მის შესახებ ბევრ მითოლოგიურ ნაწარმოებშია საუბარი. გამხმარ ლეღვში შაქრის შემცველობა 55%-ია. ლეღვის ჩირი არეგულირებს ფარისებური ჯირკვლის ფუნქციონირებას. ბოლო სამეცნიერო კვლევებმა აჩვენეს, რომ ლეღვის ჩირს შეუძლია კიბოს უჯრედების განვითარების შეფერხება. გამხმარი ლეღვი შეიცავს საჭმლის მონელების მასტიმულირებელ ფერმენტებს. იგი ხალხურ მედიცინაში ეფექტიანად გამოიყნება ნაწლავებიდან პარაზიტების გამოსადევნად და ბრონქიტის სამკურნალოდ. ხალხური მედიცინა მას ასევე, ხველების საწინააღმდეგოდაც იყენებს: 5 ცალი ლეღვი ჩავაგდოთ ცხელი რძით სავსე ჭიქაში, გავსრისოთ, მივიღოთ ნახევარი ჭიქა დღეში 4-ჯერ.

ვაშლის ჩირი

ვაშლი თითქმის ყველა აუცილებელ ვიტამინს (A, PP, B1, B2) შეიცავს. ვაშლის გამოშრობა შეიძლება კანიანად და კურკებიანად, მაგრამ უჯობესია, თუ გათლილ, უკურკო და აუცილებლად დაჭრილ ვაშლს გამოვაშრობთ. ვაშლის ჩირი შეიცავს 40-45% შაქარს. ასევე - პექტინს. გამხმარი ვაშლი სასარგებლოა ყველასთვის, ვისაც კი საკვების გადამუშავებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

ფინიკის ჩირი

ფინიკი კალორიულობითა და ვიტამინების რაოდენობით ნამდვილი ჩემპიონია. მასში განსაკუთრებით ბევრია ვიტამინი B6 (აუმჯობესებს შრომის უნარს და ყურადღების კონცენტრაციას). კიდევ ერთი: ფინიკში არის ნივთიერება, რომელიც შემადგენლობით ძალიან ჰგავს ასპირინს. ის ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას.

მსხლის ჩირი

ძველ ჩინეთში მსხალი მიჩნეული იყოს დღეგრძელობის სიმბოლოდ, რადგან მსხლის ხე დიდხანს ცოცხლობს. მსხალი ხელს უწყობს ორგანიზმიდან მძიმე ლითონებისა და ტოქსინების გამოდევნას. მასში ბევრია უხსნადი უჯრედისი, რომელიც ნაწლავების მუშაობას არეგულირებს. ახალი მსხალი გამოირჩევა დაბალი მჟავიანობით (დაახლოებით 0,2-0,3%) და მაღალი შაქრიანობით (20%-მდე). გამომშრალი მსხალი შეიცავს 35%-მდე შაქარს და 24%-მდე წყალს. ჩირისთვის გამოიყენება მაგარი მსხალი (ბოლომდე დაუმწიფებელი). აშრობენ მთელ, ნახევარ და ოთხად გაჭრილ მსხალს.

ჩირისგან მრავალი გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება. ალბათ ყველას დაგილევიათ ხილის უგემრიელესი კისელი, ხოლო ძველ კულინარიულ წიგნებში შეიძლება ბევრი საინტერესო, მაგრამ დავიწყებული რეცეპტის ნახვა. მაგალითად, ძველად შავი ქლიავის ჩირისგან სოუსს ასე ამზადებდნენ: კარგად მოხარშული 500 გ ქლიავის ჩირი გაატარეთ საცერში, ჩაასხით ქვაბში, დაასხით ცოტა თეთრი ღვინო, კარგად დაფქული დარიჩინი და შაქარი. კარგად აურიეთ და წამოადუღეთ 1-2 წუთი.

ახლა სამკურნალო კულინარიიდან მოგაწვდით ერთ რეცეპტს: დაგჭირდებათ 200 გ ვაშლი, 60 გ ხაჭო, 30გ ქიშმიში, 10 დ ნაღების კარაქი, კვერცხის გული, 5 გ მანის ბურღული, 30 გ არაჟანი და 15 გ შაქარი. კერძის მომზადება ადვილია. გაატარეთ საცერში ხაჭო, აურიეთ მასში მანის ბურღული, ქიშმიში, შაქარი, კვერცხი და ნაღების კარაქი. ვაშლს მოაჭერით თავი, გამოუღეთ გული (გვერდები და ძირი არ დააზიანოთ), ამოავსეთ მომზადებული მასით და გამოაცხვეთ აირღუმელში. სუფრაზე გაიტანეთ არაჟნით და შაქრის პუდრით. ეს კერძი გემრიელიცაა და სასარგებლოც - იმუნიტეტსაც ამაღლებს და ნაწლავების მუშაობასაც უწყობს ხელს.

ძალების აღსადგენად კი კარგია ასეთი ნარევი: 200 გ ლეღვი, შავი ქლიავი და კურაგა დააქუცმაცეთ, დაუმატეთ 25 გ ნიგოზი, მიიღეთ დილაობით თითო სუფრის კოვზი. ქიშმიში ძალიან სასარგებლოა.

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს