კაცობრიობის ყველაზე ცნობილი მცდარი შეხედულებები

კაცობრიობის ყველაზე ცნობილი მცდარი შეხედულებები

მრავალი წელია ადამიანები ერთხმად იზიარებენ რამდენიმე საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას. აღმოჩნდა, რომ ბევრი ასეთი შეხედულება სინამდვილეში მცდარია. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს:

1. ყველაზე მშრალი ადგილი დედამიწაზე

შეცდომა: უდაბნო საჰარა

რეალური: ანტარქტიდა

როცა დედამიწის რომელიმე წერტილში წელიწადში 250 მმ-ზე ნაკლები ნალექი მოდის, ის უდაბნოდ მიიჩნევა. საჰარაში წელიწადში 25 მმ ნალექი მოდის, ანტარქტიდის ზოგიერთ რაიონში კი რამდენიმე მილიონი წელია ნალექი არ მოსულა. ანტარქტიდის ფართობის 2% ყინულისა და თოვლის საფარისგან სრულიად თავისუფალია. ამ უბნებზე ქარი 300 კმ/სთ სიჩქარით ქრის და გზად აშრობს ყოველგვარ სისველეს - წყალს, ყინულს და თოვლს.

სხვათა შორის, ჩილეში, უდაბნო ატაკამაში წლიური ნალექის მაჩვენებელი 0,1 მმ-ს არ აღემატება, ანუ ის 250-ჯერ უფრო მშრალია, ვიდრე საჰარა.

2. ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმი

შეცდომა: ლურჯი ვეშაპი

რეალობა: სოკო მანჭკვალა

სოკო მანჭკვალა ყველაზე დიდი ცოცხალი ორგანიზმია დედამიწაზე. ორეგონის შტატში, მალურის ეროვნულ ნაკრძალში იზრდება მანჭკვალა-რეკორდსმენი,რომელიც 900 ჰექტარ ფართობს იკავებს. მისი ასაკი დაახლოებით, 2000-8000 წელია. სოკოს დიდი ნაწილი მიწის ქვეშაა მოქცეული. სოკოს ფესვები ხეების ფესვებს ეხვევა და მათ განადგურებას იწვევს. ნიადაგის ზედაპირზე კი პატარა სოკოების სახით ამოდის.

თავდაპირველად ორეგონის გიგანტური მანჭკვალა გამონაკლისად მიაჩნდათ, მაგრამ საბოლოოდ მეცნიერები დარწმუნდნენ, რომ ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი მთლიანი ორგანიზმია, რომელიც მიწისქვეშ ერთიანდება.

3. რამდენი გრძნობა აქვს ადამიანს?

შეცდომა: 5

რეალობა: მინიმუმ 9

მხედველობას, სმენას, გემოს, შეხებასა და ყნოსვას კიდე 4 გრძნობა ემატება - სითბოს შეგრძნება, წონასწორობა, ტკივილის შეგრძნება და პროპრიოცეფცია - როცა ყოველთვის ვიცით, სად მდებარეობს ჩვენი სხეულის ნაწილები - მაშინაც კი, როცა მათ ვერ ვხედავთ.

4. რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

შეცდომა: 9

რეალობა: 8 ან 10 და მეტი

ყოველ შემთხვევაში, ამ შეკითხვაზე პასუხად 9-ს დასახელება, ნამდვილად შეცდომაა. ყველაზე კონსერვატორ ასტროლოგებსაც პლუტონი კულტურის ნაწილად უფრო მიაჩნიათ, ვიდრე მეცნიერების. პლუტონი სიმადვილეში ყინულის "ნამცეცია", რომლის მსგავსი 340 000-მდე ციური სხეული მოძრაობს მზის სისტემაში.

მეათე პლანეტად იყო აღიარებული პლანეტა ცერესი, რომელსაც რატომღაც სტატუსი "ასტეროიდად" შეუცვალეს. სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის პლუტონს.

5. ნაპოლეონის ყველაზე სამარცხვინო მარცხი

შეცდომა: ვატერლოო

რეალობა: ნაპოლეონი კურდღლებს გაექცა

1807 წელს ნაპოლეონმა ერთ-ერთი სამშვიდობო ზავის აღნიშვნა ნადირობით გადაწყვიტა. ბატონს რომ უფრო ნაყოფიერად ენადირა, მისმა შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ბერტიემ რამდენიმე ათასი კულრდღელი შეიძინა და ტყეში გაუშვა. საუბედუროდ, კურდღლები არა ველური, არამედ შინაურ ფერმებში გაზრდილები აღმოჩნდნენ.

სამკუთხა ქუდით ხელში მდგარი ნაპოლეონი პატრონად აღიქვეს, რომელიც მათ გამოკვებას აპირებდა...

ნაპოლეონს ათასობით კურდღელი შემოესია. ლაქიებმა ცხოველები ვერაფრით მოიგერიეს, რის გამოც ბონაპარტი იძულებული გახდა, თავქუდმოგლეჯილი გაქცეულიყო.

მომზადებულია e-reading.biz-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს