ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლის გადაცემის პროცესმა მცირე გაურკვევლობით ჩაიარა

ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლის გადაცემის პროცესმა მცირე გაურკვევლობით ჩაიარა

საბერძნეთში 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ცეცხლი აანთეს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა სოჭში გაიმართება.

ოლიმპიაში გამართულ ცერემონიაზე ცეცხლი წესისამებრ მზის სხივებით სპეციალური სარკის მეშვეობით აანთეს. ამ პროეცსში მონაწილეობა ბერძენმა მსახიობმა ინო მენეგაკიმ მიიღო, რომელიც ჰერას როლს ასრულებდა.

თუმცა ცერემონიამ მცირე გაურკვევლობით ჩაიარა, ცეცხლის ანთების შემდეგ ჩირაღდნის მატარებელმა პირველ ჯერზე ცეცხლი ვერ გადაიტანა და მუხლის მოდრეკა მეორეჯერაც მოუწია.

ამ ცერემონიიის შემდეგ სტარტს აიღებს ოლიმპიური ცეცხლის ესტაფეტა, რომელიც 7 თებერვალს სოჭში დასრულდება და ამავე დღეს სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონია გაიმართება.

სპორტსმენებიდან პირველმა ოლიმპიური ცეცხლი 18 წლის ბერძენმა მოთხილამურემ იანის ანტონიუმ მიიღო.

ოლიმპიურ ცეცხლს მოსკოვის აეროპორტში 6 ოქტომბერს ჩაიტანენ და კრემლში გადაიტანენ, სამი დღის განმავლობაში ცეცხლი რუსეთის დედაქალაქში იქნება, ხოლო ცეცხლის ესტაფეტა რუსეთის ქალაქებში 10 ოქტომბერს დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს