სამსახურში დაწყებული რომანების 22% ქორწინებით გვირგვინდება

სამსახურში დაწყებული რომანების 22% ქორწინებით გვირგვინდება

ბრიტანელმა მეცნიერებმა და ფსიქოლოგებმა გამოიკვლიეს, რა ვითარებაში დაწყებული ურთიერთობა გვირგვინდება ქორწინებით. გამოკითხვაში 2 000 ბრიტანელი მონაწილეობდა.

აღმოჩნდა, რომ ოფისში დაწყებული რომანების 22% დაოჯახებით გვირგვინდება. კვლევის თანახმად, მსგავსი ურთიერთობა უფრო მყარია, ვიდრე მეგობრობით დაწყებული, რადგანაც თანამშრომელ მეუღლეებს საერთო საქმე აერთიანებთ - ერთნაირი სამუშაო გრაფიკი და პასუხისმგებლობა, შესაბამისად, ოჯახში არასდროს სვამენ კონფლიქტურ შეკითხვებს - "რატომ დაიგვიანე", "დღეს ხომ უქმეა, რატომ მუშაობ კომპიუტერთან" და სხვა.

ყველაზე იშვიათად ღამის კლუბში დაწყებული ურთიერთობა გვირგვინდება ქორწილით. გამოკითხულთა თქმით, დისკოთეკებსა, თუ ბარებში დაწყებული ნაცნობობა მხოლოდ 1 ღამის ურთიერთობით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, მსგავსი გამოკითხვა თებერვალში კომპანია CareerBuilder-მაც ჩაატარა. მაშინაც ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა. ყველაზე ხშირად სამსახურებრივი რომანი ვითარდება ისეთი პროფესიის წარმომადგენლებს შორის, როგორიცაა სამედიცინო სფერო, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ფინანსური სერვისები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს