ფედერერმა ჩოგბურთის რეიტინის პირველ ხუთეულში ადგილი დაკარგა

ფედერერმა ჩოგბურთის რეიტინის პირველ ხუთეულში ადგილი დაკარგა

შვეიცარელმა როჯერ ფედერერმა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაცის (АТР) რეიტინგში მეხუთე ადგილიდან მეექვსეზე გადაინაცლა.

შვეიცარიელმა პოზიცია ჩეხ ტომაშ ბერდიჰს გაუცვალა, რომელმაც წინა კვირაში ბანგკოკის ტურნირის ფინალამდე მიაღწია. გადამწყვეტ მატჩში ბერდიჰი კანადელ მილოშ რაონიჩთან დამარცხდა.

სხვა ცვლილებები ტოპ-5-ში არ მომხდარა. პირველ პოზიციაზე სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, მას ესპანელი რაფაელ ნადალი, ბრიტანელი ენდი მარეი და ესპანელი დავიდ ფერერი მოსდევენ.

ფედერერი 2013 წლის დასაწყისში რეიტინგში მეორე ადგილს იკავებდა, მაგრამ თანდათანობით დაბლა ეშვებოდა. აგვისტოში შვეიცარელი ბოლო 10 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ პოზიციაზე აღმოჩნდა, მაგრამ ტოპ-5-ში დაბრუნება შეძლო.

მომზადებულია АТР-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს