გურჯაანის მოუწესრიგებელი წყალმომარაგების სისტემა თუ მოსახლეობის უპასუხისმგებლობა

გურჯაანის მოუწესრიგებელი წყალმომარაგების სისტემა თუ მოსახლეობის უპასუხისმგებლობა

რამდენიმე წელია, რაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში ერთ-ერთ უბანს წყალი არასტაბილურად, მცირე დროით მიეწოდება. ადგილობრივების თქმით, სოფლის ხელმძღვანელობა სათავე-ნაგებობის რეაბილიტაციას რეგულარულად ეწევა, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება. "რამდენიც წვიმა მოვა, სათავე-ნაგებობა იმდენჯერ გამოდის მწყობრიდან. მიზეზები არ ილევა: გაზაფხულზე სტიქია აუბედურებს ყველაფერს, ზაფხულში-გვალვა, ზამთარში-ყინვა. როდის უნდა გვეღირსოს წყალი?", - კითხულობენ ადგილობრივები.

სოფლის რწმუნებული ნოდარ რაქვიაშვილი კი მოსახლეობის ბრალეულობაზე საუბრობს. "რეზერვუარიდან წყალი სამი უბნის მიმართულებით გამოდის. თითოეულს აქვს თვისი საკეტი. მოსახლეობამდე წყალი გრაფიკით რომ მივიდეს, ორი უნდა დაიკეტოს და მესამე გაიხსნას. ადგილობრივები კი მათთან წყალი რომ არ შეწყდეს, ამ საკეტებს ამტვრევენ. სწორედ ეს იწვევს იმას, რომ ერთ უბანშია წყალი და დანარჩენებში არა", - ამბობს რაქვიაშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სპექტრი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა