ოჯახმა მატარებლის ვაგონში სახლი მოაწყო

ოჯახმა მატარებლის ვაგონში სახლი მოაწყო

ბრიტანეთის საგრაფო იორკშირში მდებარე ძველ სადგურში წლების მანძილზე ბაქანზე გაჩერებული 4 ვაგონიანი მატარებელი კომფორტულ საცხოვრებელ სახლად აქციეს.

კეროლ და მარკ ბენსონებმა ვაგონები თანამედროვე ინტერიერისთვის განკუთვნილი ინვენტარით მოაწყვეს.

"ამ მხარეში სახლის შეძენა გვსურდა და მოულოდნელად გაუქმებული სადგური შევნიშნეთ. მაშინვე ვიფიქრეთ, რომ ვაგონს მშვენიერ, მყუდრო ბინად გადავაკეთებდით", - ამბობს კეროლი.

45 წლის დიასახლისი ყველა კეთილმოსურნეს თბილად მასპინძლობს. ვაგონებში არის სამზარეულო, 3 საძინებელი და სააბაზანო. მატარებელში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა და საკაბელო ტელევიზია.

სადგურში ბოლო მატარებელმა 1950 წლის 3 ივნისს გაიარა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს