ლოლა ლომიძე - იმ ნაბიჭვრებს, რუსებს დავანახეთ, რომ საქართველოში ყოველთვის იქნებიან გაუტეხელი ადამიანები

ლოლა ლომიძე - იმ ნაბიჭვრებს, რუსებს დავანახეთ, რომ საქართველოში ყოველთვის იქნებიან გაუტეხელი ადამიანები

გია ნოდიას მეუღლე ლოლა ლომიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გუშინ სოფელ დიცში გამართული აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს.

"გუშინ სოფელ დვანში ვიყავი მეგობრებთან ერთად.

ვნახეთ საოკუპაციო ზოლი, ვნახეთ როგორ აბეტონებდნენ რუსები ჩვენს თვალწინ ბოძებს მავთულხლართების გასავლებად. ვნახეთ როგორ შლინდენ საკუთარი ხელით გლეხები მამა-პაპის დანატოვარ სახლებს. ვნახეთ ამ სახლების ეზოებში განადგურებისთვის განწირული და უკვე ნახევრად განადგურებული ხეხილი. ვნახეთ შეწუხებული სოფლის მოსახლეობა. ვნახეთ სოფელ დიცში აბრა "Республика Южной Осетии"...

გული გამისკდა...

სახლში დაბრუნებულმა, თვალცრემლიანმა ჩემს შვილს ვუთხარი: "დედიკო, დაიმახსოვრე, რუსეთი შენი და შენი ქვეყნის მტერი იყო, არის და იქნება!"

--------

ქოცებო, თქვენ კი იცით რატომ ხართ ქოცები? იმიტომ, რომ არცერთი თქვენგანი არ წასულა ამ ტრაგედიის სანახავად, დასაგმობად, გასაპროტესტებლად.

ვიცი, იტყვით, თქვენ რომ იყავით რა შეცვალეთო?

რა შევცვალეთ და:

1) მოსახლეობას თანადგომა გამოვუცხადეთ და დავპირდით დახმარებას სახლების აშენებაში, ფიზიკურადაც და მატერიალურადაც, ვისაც რითი შეგვიძლია.

2) იმ ნაბიჭვრებს, რუსებს კიდევ ერთხელ დავანახეთ, რომ საქართველოში ყოველთვის არის ადამიანების მცირე, მაგრამ გაუტეხელი ჯგუფი, რომლებიც არასოდეს შეეგუებიან ჩვენს მიწაზე მათ პარპაშს.

3) კიდევ ერთხელ დაგიმტკიცეთ თქვენ, რომ საქართველო თქვენზე ძალიან გვიყვარს და ყოველთვის ვიბრძოლებთ მისთვის.

სოფელ დვანში ქართველი ჟურნალისტების აქცია რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ გაიმართა. აქციის დასრულების შემდეგ მედიის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზიდან სოფლის მოსახლეებისკენ გადაინაცვლეს და დვნაში არსებულ ვითარებაზე ესაუბრნენ.

მედიის წარმომადგენლებმა ის სამი სახლიც მოინახულეს, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა. აღნიშნული სახლები, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამდენიმე დღის წინ მას შემდეგ მოექცა, რაც რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები გაავლეს.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს