ქუთაისში გიორგი მარგველაშვილის ბანერი აკრძალულ ზონაზე გააკრეს

ქუთაისში გიორგი მარგველაშვილის ბანერი აკრძალულ ზონაზე გააკრეს

"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის ბანერი ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, თამარ მეფის #3-ში მდებარე შენობის რეაბილიტირებულ ფასადზეა განთავსებული. შენობა კი ერთ-ერთია იმ 16 ობიექტს შორის, რომლებზეც ქუთაისის საკრებულომ საარჩევნო პლაკატების განთავსება აკრძალა. საკრებულოს თავმჯდომარის, 2013 წლის 10 ივლისის N784 ბრძანების მიხედვით, ქალაქის აკრძალულ ზონაში რეაბილიტირებული შენობების ფასადებიც შედის.

"ქართული ოცნების" ქუთაისის საარჩევნო შტაბში კი კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ბანერის აღნიშნულ ფასადზე გამოფენაში პრობლემას ვერ ხედავენ. "ეს ობიექტი კერძო მესაკუთრისგან იჯარით გვაქვს აღებული. ამიტომაც, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის ბანერის განთავსება კანონს არ არღვევს, - განმარტავენ "ოცნების" შტაბში.

იხილეთ ვრცლად

”ახალი გაზეთი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა