NASA კოსმოსში პირველ 3D პრინტერს გაუშვებს

NASA კოსმოსში პირველ 3D პრინტერს გაუშვებს

NASA გეგმავს, რომ 2014 წლის შემოდგომაზე კოსმოსში პირველ 3D პრინტერი გაგზავნოს.   მინიატურული 3D პრინტერი, ტოსტერის ზომის იქნება. ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამუშაოსთვის და ცხოვრებისთვის აუცილებელი ნივთების წარმოების საკითხში ეკიპაჟის შესაძლებლობებს  არსებითად გაზრდის.

პრინტერი მინი-ქარხნის როლს შეასრულებს, რომელიც სხვადასხვა პატარა საგანს, მაგალიათად, ხრახნებს და კოლოფებს "დაბეჭდავს". პრინტერის გამოყენებით შემცირდება საჭიროება, რომ მსგავსი ნივთები კოსმოსში  დედამიწიდან გაიგზავნოს. ეს კი სატრანსპორტო ხომალდებზე მეტ ადგილს გამოათავისუფლებს სასმელ-საჭმლის, საწვავისა და სამეცნიერო ინსტრუმენტების გადასატანად.  3D პრინტერის სამუშაოდ საჭიროა ელექტროენერგია და ნედლეულის კოჭა პლასტიკური ძაფით.

კოსმოსური "პრინტერი" ამჯერად ტესტირების რეჟიმშია.  მეცნიერები ახალ ტექნოლოგიას გრანდიოზულ პერსპექტივებს უკავშირებენ.  შეგახსენებთ, NASA -მ უკვე განაცხადა, რომ პრინტერის საშუალებით უახლოეს დროში ასტრონავტებისთვის საკვების  დამზადება იქნება შესაძლებელი.

მომზადებულია cnews.ru-ს მიხედვით.

ასევე იხილეთ ვიდეორეპორტაჟები:

-როგორ იბანენ თავს ასტრონავტები კოსმოსში

-შესაძლებელია თუ არა კოსმოსში ტირილი

-როგორ წურავენ კოსმოსში სველ ნაჭერს

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს