"თანაინვესტირების ფონდისთვის" პრიორიტეტი ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების დაფინასება იქნება

"თანაინვესტირების ფონდისთვის" პრიორიტეტი ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების დაფინასება იქნება

"თანაინვესტირების ფონდისთვის" ერთ-ერთი პრიორიტეტი ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების დაფინასება იქნება. ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" პრეზენტაციაზე ფონდის მმართველმა დირექტორმა ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში ცოტნე ებრალიძემ განაცხადა.

ებრალიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მრავალი სასტუმრო ბრენდია შემოსული, ქვეყანაში არ არსებობს ორ და სამ ვარსკვლავიანი სასტუმრო ბრენდები.

"რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ახალი ოთხ და ხუთ ვარსკვლავიანი სასტუმროების მშნებლობაც და ამისათვის ქალაქში ადგილები ჯერ კიდევ არის, თუმცა ის არ გამორიცხავს ასევე, რომ ქალაქში სამომავლოდ უნდა განხორციელდეს პროექტები, რომლებიც დედაქალაქში ორი და სამ ვარსკვლავიანი სასტუმროების განვითარებასა და  შეუწყობს ხელს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტურიზმის სექტორში განვითარდეს ისეთი მიმართულებები, რომლებიც დღემდე არ იყო განვითარებული",- განმარტავს ებრალიძე.

მისი თქმით, საინტერესო ტურისტული მიმართულებაა წყალტუბო, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ბრენდსაც კი წარმოადგენდა. ასევე მნიშვნელოვანია გუდაურში ხელოვნური გათოვლიანება, რაც ტურისტულ სეზონს ორი თვით გაახანგრძლივებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ