საქართველო "სუროგაციის ქარხნების" სიაში

საქართველო "სუროგაციის ქარხნების" სიაში

ინდოეთში სუროგაციის ინდუსტრიის ბუმია. 2012 წლის სტატისტიკით, ინდოეთში ამ ბიზნესის მოგებამ 400 მილიონი დოლარი შეადგინა.

ინდოეთში 3 000 განაყოფიერების კლინიკაა. ქვეყანას ყოველდღე სტუმრობენ უშვილო წყვილები და ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებში რეგისტრირდებიან. უცხოელი წყვილი ადგილობრივი ქალის საშვილოსნოს "ქირაობს", რომელიც 9 თვე განაყოფიერებულ ემბრიონს ატარებს.

კომერციული სუროგაცია ინდოეთში 2002 წელს ჩამოყალიბდა. ის ”სუროგაციის ქვეყნების” - საქართველოს, რუსეთის, უკრაინისა და ტაილანდის რიგში ჩადგა, სადაც ქალებს ფულს იმაში უხდიან, რომ სხვა წყვილის გენეტიკური ბავშვი გააჩინონ.

სუროგაციის ინდუსტრიას ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ განაყოფიერების კლინიკები არაფერია თუ არა მდიდართათვის "ბავშვების ქარხანა". მათი თქმით, ღარიბი ქალები ფულის სანაცვლოდ ზოგჯერ ისეთ კონტრაქტს აწერენ ხელს, რომლის შინაარსიც არ ესმით.

"საჭიროა სექტორის რეგულირება", - ამბობს ექიმი სუდრიჰ აჯა, რომელიც მუმბაიში არსებული ერთ-ერთი ასეთი დაწესებულების მონაცემებს ავრცელებს. მისი თქმით, 2007 წლიდან ამ დაწესებულებაში კლიენტების 90% უცხოელი უშვილო წყვილები, ასევე ჰომოსექსუალი წყვილები იყვნენ.

სუროგატი დედებისა და კვერცხუჯრედის დონორობის მსურველთა რაოდენობა საქართველოშიც ყოველთვიურად იზრდება, ასევე იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობაც, რომლებიც ამ დახმარებას საჭიროებენ.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს