ქაცვი - ოქროს კენკრა

ქაცვი - ოქროს კენკრა

ქაცვს ვიტამინების შემცველობის მიხედვით კენკრათა შორის ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია. ამ პატარა ნაყოფში თავმოყრილია B1, B2, C, E, K, P ვიტამინები, სხვადასხვა მჟავა, მიკროელემენტები - მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, მთრთიმლავი ნივთიერებები... და ეს სია არასრულია. ქაცვისგან უამრავი რამის მომზადება შეიძლება, სასარგებლოს გარდა, ის ხომ ძალიან გემრიელიცაა!

ალბათ, ყველა თქვენგანმა იცის ქაცვის ზამთრისთვის შენახვის მარტივი რეცეპტი: გახეხილ (ან ბლენდერში გამოტარებულ) ქაცვს საწურში გაატარებთ, კურკებსა და ჩენჩოებს გააცლით და იმავე რაოდენობის შაქარს დააყრით. შეინახავთ მაცივარში. ქაცვის ნარჩენებს ნუ გადაყრით, მისგანაც შეიძლება სარგებლის ნახვა. საქმე ისაა, რომ ქაცვის კურკები დიდი რაოდენობით ზეთს შეიცავს. ეს ზეთი კი სამედიცინო თუ კოსმეტიკური თვალსაზრისით, ნამდვილი ელექსირია! სახლის პირობებში სუფთა ზეთის მიღება, რა თქმა უნდა, ძნელია. ამიტომ შეგიძლიათ მარტივ ხერხს მიმართოთ: ქაცვის ნარჩენებს დაასხით ზეითუნის ან სხვა რომელიმე სასარგებლო ზეთი და დააყენეთ გრილ ადგილას 3-4 კვირა. ზეთი თანდათან ქარვისფერს მიიღებს და ქაცვის მთელი სიკეთე მასში გადაინაცვლებს. ასეთი ზეთით შეგიძლიათ სახის ნიღაბი მოამზადოთ, წაისვათ სუფთა კანზე ან დამატენიანებელ კრემში შეურიოთ. ქაცვის ზეთი უებარია კანის დამწვრობის დროსაც.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს