გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს კახეთში მოსწავლეები დაახვედრეს

გიორგი მარგველაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს კახეთში მოსწავლეები დაახვედრეს

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში სკოლის მოსწავლეები დაახვედრეს. მარგველაშვილთან შეხვედრისთვის ბავშვებმა დილიდანვე დაიწყეს მობილიზება, რის გამოც ზოგიერთ კლასში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. ყარაჯალას შემდეგ, პრეზიდენტობის კანდიდატი პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამომრჩევლებს თელავში, ერეკლეს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდა. აქ უკვე ბავშვებთან ერთად, კახეთის სხვადასხვა რაიონებიდან სამარშუტო ტაქსებით ჩამოყვანილი პედაგოგები და მოქალაქეებიც იყვნენ შეკრებილნი.

"დირექტორმა გვითხრა, 10 - 15 მასწავლებელი უნდა წახვიდეთ, ასეთი დავალებაა მოსულიო. ვისაც გაკვეთილები დასრულებული გვქონდა, წამოვედით. არავის არ დაუძალებია, რადგან დირექტორმა გვთხოვა, უარი არ ვთქვით. ბევრს გვაინტერესებდა კიდეც, რას იტყოდნენ ბიძინა ივანიშვილი და გიორგი მარგველაშვილი", - განაცხადა სოფელ გულგულას საჯარო სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა