ერაყში მრავალშვილიანი დედა 13 ბავშვს ელოდება

ერაყში მრავალშვილიანი დედა 13 ბავშვს ელოდება

ერაყში სალაჰუდინის პროვინციის მკვიდრი, 40 წელს გადაცილებული ქალი მალე ერთდროულად 13 შვილის დედა გახდება.

ქალის მეუღლის თქმით, მისმა ცოლმა  ბოლო ხუთი წლის მანძილზე დაორსულება ვერ შეძლო, რის გამოც იძულებული გახდა კიდევ ერთი ქალი შეერთო. როგორც ჩანს, პირველი მეუღლისგან გაჩენილი შვიდი შვილი ფერმერს ეცოტავა.

"ამბავი იმის შესახებ, რომ ჩემი მეუღლე ერთდროულად 13 ბავშვს ელოდება, დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. როდესაც ბავშვები დაიბადებიან, შესაძლოა მსოფლიოში ერთადერთი მამა გავხდე, ვისაც ყველაზე მეტი ტყუპი ეყოლება",-უთხრა ჟურნალისტებს  ბედნიერმა მამამ.

ექიმებს ეჭვი ეპარებათ, რომ 13-ვე ბავშვი ცოცხალი დაიბადება.

"ტესტებმა აჩვენა, რომ უკვე 4 ემბრიონი მკვდარია. სხვები ნორმალურად გამოიყურებიან. დედაც ჯანმრთელია, მაგრამ ვვარაუდობთ, რომ ორსულობის შემდგომ ეტაპებზე კიდევ რამდენიმე ემბრიონი დაიღუპება",- ამბობს მომავალი დედის მეთვალყურე ექიმი.

ამჟამად, ყველაზე ცნობილი მრავალშვილიანი დედა ამერიკელი ნადია სულემანია, რომელმაც 2009 წელს ერთდროულად რვა ტყუპი გააჩინა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს