მსოფლიოში ყველაზე პატარა ჭაღი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ჭაღი

მსოფლიოში ყველაზე პატარა ჭაღი ბრიტანულმა კომპანია King Edison-მა შექმნა.

პაწაწინა ჭაღს 12 შანდალი აქვს და ნათურაშია დამონტაჟებული. ჭაღით დამშვენებული ნათურა 480 გირვანქა სტერლინგი ღირს. ნათურის სიმაღლე 5 სანტიმეტრია, ხოლო ფართობი - 7 სანტიმეტრი.

"ეს ნათურა მათთვისაა, ვისაც ორიგინალური დიზაინის ნივთები ხიბლავს. მას უკვე მიანიჭეს მსოფლიოში ყველაზე პატარა ჭაღის ტიტული. თავდაპირველად მყიდველი ვერც კი ამჩნევს, რამდენად ორიგინალური ნივთია, რადგანაც ერთი შეხედვით, ვიტრინაში ჩვეულებრივი ნათურაა გამოფენილი", - ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს