პაატა შეშელიძე - ეკონომიკური გარემო ქვეყანაში გაუარესებულია

პაატა შეშელიძე - ეკონომიკური გარემო ქვეყანაში გაუარესებულია

ეკონომიკური გარემო ქვეყანაში გაუარესებულია. ამას ხელს უწყობს ფუჭი დაპირებები, სამთავრობო სექტორის აქტიურობა, კერძო სექტორი ჩაანაცვლა სახელმწიფომ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ქსპერტმა პაატა შეშელიძემ განუცხადა.

ექსპერტი მიიჩნევს რომ, ბიზნესი მოლოდინის რეჟიმშია, დაბნეულია, თავს იკავებს ინვესტირებისა და რადიკალური ბიზნეს-გადაწყვეტილებებისგან, რაც ნამდვილად არაა ჯანსაღი სიტუაცია.

"ჩემი შეფასებით, შემოდგომიდან კიდევ უფრო უარესი შედეგია მოსალოდნელი, რადგან იზრდება სამინისტროების ვალდებულებები. პენსიებისა და სადაზღვევო ვალდებულებების ზრდასთან ერთად, გაიზარდა სოციალური ხარჯებიც, შემოდგომიდან სახელმწიფო ბიუჯეტს დასაფინანსებელი ექნება ბაღები, სკოლები და უნივერსიტეტები. ასე, რომ, ხარჯები დაგეგმილზე ბევრად მეტი იქნება",- განმარტავს შეშელიძე.

მისივე თქმით, არ ჩანს პერსპექტივა, რომ საინვესტიციო კლიმატი გაუმჯობესდება. არა მგონია, ამ კუთხით საპრეზიდენტო არჩევნებმა რაიმე შეცვალოს, რადგან არ ჩანს განსხვავებული პოლიტიკური ხედვის მქონე ძლიერი მოთამაშე.

"ჩემი პროგნოზი წლის ბოლოსთვის ეკონომიკის ზრდის პერსპექტივებთან დაკავშირებით პესიმისტურია. მე ზრდის მხოლოდ 3%-იან მაჩვენებელს ველოდები, მაგრამ ეს 3%-იც საეჭვოა, თუ ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაში რაიმე რადიკალურად არ შეიცვალა და კვლავ მხოლოდ პოლიტიკურად პოპულისტური ნაბიჯების გადადგმა გაგრძელდა", -აცხადებს ექსპერტი.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ